adjarisavtonomia

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღვისპირეთში

Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Главная страница
Подписаться на: Сообщения (Atom)

Страницы

  • Главная страница
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღვისპირეთში

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
adjara
Просмотреть профиль
ბათუმის შუაგულში მდებარეობს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და პატარების უსაყვარლესი ადგილი - “6 მაისის პარკი”. მის მთავარ შესასვლელს გრანდიოზული თეთრი კოლონადები ამშვენებს. შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს გიგანტური კვიპაროსი, აქედან იწყება ცენტრალური ალეა.
იდეა ქალაქში ბაღის გაშენების შესახებ 1881 წელს გაუჩნდა გენერალ-მაიორ ა.ი.სმეკალოვს, ბათუმის ოლქის მაშინდელ სამხედრო გუბერნატორს. ბაღის განაშენიანება გადაწყდა "ნური-გელის" ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც დაფარული იყო ხშირი და გაუვალი ბუჩქებით.
საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ 1881 წ. ბაღის მშენებლობის გეგმა დაამტკიცა კავკასიის მთავარმა ნაცვალმა. მისი მშენებლობა დაევალა პრუსიელ მებაღეს რესლერს, რომელსაც გაუფორმდა ხელშეკრულება ათი წლის ვადით. პირველი ხუთი წლის მანძილზე მებაღე რესლერს ევალებოდა გაეჭრა ბაღი დამტკიცებული გეგმით, რომლის მიხედვითაც ბაღი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: პარკისა და ბაღისაგან. აგრეთვე გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ეკიპაჟებისა და ქვეითად მოსიარულეთა ბილიკები. ამასთანავე რესლერს ბაღში უნდა დაერგო 1, 2, 5 და 10 წლიანი ბუჩქოვანი მცენარეები, წიწვოვანი და დეკორატიული ხეები, კვიპაროსები, ყურადღება უნდა მიექცია მათი ზრდა-განვითარებისთვის. რესლერს ბაღის მშენებლობაში ეხმარებოდა მისივე თანამემამულე - მებაღე რეიერი. სამუშაოები ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა, რადგანაც ქალაქში რუსეთის იმპერატორისა და მისი ოჯახის ჩამოსვლას ელოდნენ. სიძნელეების მიუხედავად მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიის ველური მცენარეებისაგან გაწმენდა, გაშენდა ხეივნები, გაკეთდა ჯებირები, დაირგო მარადმწვანე მცენარეები.
1884 წლის 4 ივნისს მებაღე რესლერი გარდაიცვალა და დაწყებული საქმე დაუმთავრებელი დარჩა. ერთი წლის შემდეგ, 1885 წლის 4 ივნისს ქალაქის ბაღისა და უკვე დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად 5 წლის ვადით მოწვეული იქნა ფრანგი მებაღე მ.დალფონსი.
1888 წლის 25 სექტემბერს იმპერატორი ოჯახით მართლაც ეწვია ბათუმს. ბაღის სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორმა და მისმა ოჯახის წევრებმა სიმბოლურად ხეებიც დარგეს. იმპერატორმა ალექსანდრე III დარგო დიდყვავილა მაგნოლია, იმპერატრიცა მარია ფეოდოროვის ასულმა – ჩვეულებვი კედარი, უფლისწულმა ნიკოლოზ II კი – ჩინური კინენგამია. სწორედ იმპერატორის პატივსაცემად ქალაქის ბაღს ალექსანდრეს ბაღი ეწოდა.
დღევანდელი პარკის მთავარი მშვენებაა "ნური-გელის" ტბა. არსებობს საინტერესო ცნობა იმის შესახებ, რომ პარკში, ტბასთან ახლოს, ოდესღაც ეკლესიაც არსებობდა.
1889 წლის მაისიდან ქალაქის კეთილმოწყობის საქმეს სათავეში ჩაუდგა ნ.ტყებუჩავა, რომელმაც მებაღედ მოიწვია ნიკიტინის სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული ა.ხოშტარია. ამ დროს ბაღის საერთო ფართობი 78000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.
1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, ხოლო 1933 წელს ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით - ბავშვთა პარკად, ცოტა მოგვიანებით კი – “პიონერთა პარკად”. ამავე (1933) წელს დასრულდა კოლონადების მშენებლობა. 1936 წელს დაინიშნა პარკის პირველი დირექტორი, ეს გახლდათ შალვა მაქაცარია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პარკის მატერიალური ბაზის განვითარებასა და სააღმზრდელო მუშაობის გააქტიურებაში.
1938 წელს აშენდა ბავშვთა საზაფხულო თეატრი, რომელსაც ბათუმელები “მწვანე თეატრს” ეძახდნენ. თეატრში იმართებოდა საბავშვო კონცერტები, შეხვედრები, იდგმებოდა სპექტაკლები. გაიხსნა სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი წრეები, რომლებიც შემდეგ ანსამბლებად გადაკეთდნენ. 1947 წელს დაიდგა პირველი კარუსელი. 1967 წელს დამონტაჟდა ატრაქციონი “რუსული საქანელა”, 1968 წელს -“ჯაჭვისებური კარუსელი”, დაირგო ასობით მარადმწვანე ხე-მცენარე, კლუმბებსა და სკვერებს შეემატე მრავალი ყვავილოვანი მცენარე.
1960 წელს ბათუმის გემთსაშენმა ქარხანამ პარკს საჩუქრად გადასცა პატარა კომფორტაბელური გემი. ამ დროისათვის პარკში ფუნქციონირებდა “ნორჩ მეზღვაურთა წრე”. თბომავალ “პიონერზე” ნორჩი მეზღვაურები სწავლობდნენ გემის მართვას, სამანქანო მოწყობილობის მოვლა-პატრონობას, საზღვაო რუქების შედგენას. ამ წრეში ეზიარნენ ზღვისა და გემის სიყვარულს შემდგომში ცნობილი კაპიტნები: თ. მაქაცარია, გ. სვანიძე, ნ. მხატვარი და სხვები.
1962 წელს პარკში შეიქმნა საჭადრაკო კლუბი “ციცინათელა”. ამ კლუბის აღზრდილები არიან: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დიანა დარჩია, ევროპის ჩემპიონები: სალომე მელია და ნანა მიქაძე.
2004 წლის აპრილში მოსკოვში გამართულ გ. კასპაროვის სკოლა-აკადემიის საერთაშორისო ტურნირში საჭადრაკო კლუბმა “ციცინათელამ” გუნდური მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ნორჩმა მოჭადრაკემ სალომე კეკელიძემ კი I ადგილი. კლუბს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი მოჭადრაკეები: ნ.გაფრინდაშვილი, მ.ჩიბურდანიძე, ნ.ალექსანდრია, ა.აზმაიფარაშვილი, ნ.ჟუკოვა და გ.კასპაროვი. მათ მიერ დარგული კვიპაროსები დღესაც ხარობენ პარკში გაშენებულ ”მოჭადრაკეთა ხეივანში.”
“ნორჩ ნატურალისტთა წრის” წევრებს ზოოკუთხეში სასათბურე მეურნეობა ჰქონდათ მოწყობილი, რომელშიც გამოჰყავდათ ყვავილები, აკვირდებოდნენ მის განვითარებას, შემდეგ კი რგავდნენ პარკის სკვერებში.
პარკში სულ 15 დასახელების წრე და კლუბი არსებობდა. ყველა მათგანში ბავშვები იმაღლებდნენ სკოლაში მიღებულ ცოდნას და ავლენდნენ ინდივიდუალურ ნიჭსა და მისწრაფებებს.
პარკში ყოველწლიურად აღნიშნავენ ბავშვთა საერთაშორისო დღეს -1 ივნისს, იზეიმეს 30, 35, 40 და 50 წლის იუბილეები.
2006-2007 წლებში პარკში ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. დღეისათვის პარკის ფართობი 16 ჰექტარს შეადგენს. მის მთელ ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ნიადაგი, დაიგო კორდი, დაირგო ახალი მცენარეები, გაკეთდა ინგლისური სტილის გაზონები, გამაგრდა ტბის ნაპირი და მის გარშემო ნორჩი ტირიფები ჩაირგო, აშენდა ახალი ნავმისადგომი, კეთილმოეწყო ზოოკუთხე, ჩაიდგა პატარა ასაკის ბავშვებისათვის ახალი ატრაქციონები. პარკს შეეცვალა სახელი – 2006 წლიდან ქ. ბათუმის მერიის დადგენილებით მოსწავლეთა პარკს ეწოდა “6 მაისის პარკი”.
ბათუმის “6 მაისის პარკი” დღეს 127 წლისაა.


ღირშესანიშნაობები

ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

  • გონიოს ციხე
  • სხალთის ეკლესია
  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ეკონომიკა

აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგების აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.

ადგილობრივი მმართველობა

ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (30 წევრი), რომელიც აირჩევა 5 წლით. აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო.

  • აჭარის ავტონომიის მეთაური
    • 2001-2004 - ასლან აბაშიძე
    • 2004-დან - ლევან ვარშალომიძე
  • უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები:
    • 1991-2001 - ასლან აბაშიძე;
    • ???? - გიორგი ცინცქილაძე
    • 2004-დან - მიხეილ მახარაძე.
  • მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები:
    • ვახტანგ აბაშიძე
    • რევაზ შამილიშვილი
    • როსტომ ჯაფარიძე
    • 2004-დან: ლევან ვარშალომიძე.

აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, მუნიციპალიტეტის გამგეობა - 5, სადაბო საკრებულო - 3, სოფლის საკრებულო - 56.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
  1. ქალაქი ბათუმი;
  2. ქედის მუნიციპალიტეტი;
  3. ქობულეთის მუნიციპალიტეტი;
  4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი;
  5. შუახევის მუნიციპალიტეტი;
  6. ხულოს მუნიციპალიტეტი.

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარა საქაღტველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა.იგი განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი.
Тема "Венецианское окно". Технологии Blogger.